ლუის ენრიკე: ,,წარმოიდგინეთ, რას იფიქრებდნენ ჩვენი მეტოქეები, ისეთი ფეხბურთელები რომ გვყავდეს, რომლებსაც ყველგან შეუძლიათ თამაში''
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ტულუზასთან მატჩის წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
„კარგია, როდესაც სეზონის ბოლო 2 თვე დგება და შენ ჯერ კიდევ რჩები ყველა ტურნირზე გამარჯვების შანსით. ვფიქრობ, მზად ვართ და ფეხბურთელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ მატჩების მნიშვნელობა. ტულუზას წინააღმდეგ უნდა გავიმარჯვოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ გუნდს მოგება სურს.
კარგი სიახლეებია, რადგან ტრავმირებული არავინაა. ვარჯიშის შემდეგ ვნახავთ, რეალურად როგორია თითოეული ფეხბურთელის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა. ამის შემდეგ, მთელი ყურადღება ტულუზასთან გამარჯვებასა და ლივერპულთან ორმატჩიანი დუელისთვის მზადებაზე უნდა გადავიტანოთ. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მოთამაშეები მზად იქნებიან. ვფიქრობ, ისინი ძალიან გონიერები არიან და კარგად ესმით, სეზონის რა ეტაპზე ვიმყოფებით.
ჩვენი მეტოქე? უნდა გავიმარჯვოთ, რათა დავამტკიცოთ, რომ მზად ვართ, თანაც, ამ ტურში ლანსი ლილის წინააღმდეგ დერბის მართავს, რაც რთული შეხვედრა იქნება. ტულუზა ძალიან კარგი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი. სტატისტიკის მიხედვით, მათ შეიძლება წააგონ სტუმრად, თუმცა იშვიათად ერთზე მეტი ბურთის სხვაობით. ჩემპიონთა ლიგამდე ლიგა 1-ია და მნიშვნელოვანია, რომ მოვიგოთ. ჩვენ ვიცით მათი დონე და თამაშის სტილი. სანაკრებო პაუზის შემდეგ, მატჩები, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს, ამიტომ გვსურს, თამაში ვაკონტროლოთ და გავიმარჯვოთ.
ტაქტიკა? ვისურვებდი, მყავდეს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველგან თამაში შეუძლიათ. ნუნუ მენდეში - როგორც განაპირა მცველი, ნუნუ მენდეში - როგორც გარემარბი, ნუნუ მენდეში - როგორც ცხრა ნომერი... ოცნება იქნებოდა ისეთი ოცი მოთამაშის ყოლა, რომლებიც ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებდნენ. წარმოიდგინეთ, რას იფიქრებდნენ ჩვენი მეტოქეები, როდესაც მოედანზე ნახავდნენ თერთმეტეულს ისეთი ფეხბურთელებით, რომლებსაც ყველგან შეუძლიათ თამაში.
ლანსის უკმაყოფილება მატჩის გადადების გამო? ნათელია, რომ ჩვენი პოზიცია პსჟ-ს ინტერესების დაცვაა. არსებობს განსხვავებული შეხედულებები, რაც ნორმალურია და მესმის. მესმის ლანსის პოზიციაც - ყველა საკუთარ ინტერესებს იცავს და ეს ბუნებრივია.“ - ლუის ენრიკე
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში პარი სენ ჟერმენი ტულუზას უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
ℹ️🔴🔵 La conférence de presse complète de Luis Enrique :
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) April 2, 2026
📣 « Fabian Ruiz ? Il n’y a pas de blessure, c’est très positif. Après l’entraînement de ce soir on verra quel est l’état mental et physique de ce soir. Il va falloir gérer ce retour de trêve internationale. Dans le cas… pic.twitter.com/gkuDPacJLL