Belive

ლუის ენრიკე: ,,შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ამავე ეტაპზეც ზუსტად ამდენივე ქულა გვქონდა''

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ბარსელონასთან მოგების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,გუნდის შეფასება მხოლოდ ანგარიშით არ შეიძლება. ჩემთვის მთავარია, თუ როგორი თამაშის ჩვენება შეუძლია ჩემს გუნდს. მეტოქის ნახევარზე ბურთი არაერთხელ მოვიპოვეთ და მომენტებიც შევქმენით. აგრეთვე, თავი რთულ მომენტებსაც გავართვით, მაგალითად, მაშინ, როცა ბარსელონა უპირატესობას ფლობდა. ამას დროულად ვუპასუხეთ და სწორედ მაშინ გავიტანეთ გოლები, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

ჩვენი სტილი გამოვაჩინეთ - ვიყავით აგრესიულები და გულშემატკივრების დახმარებით ინტენსივობაც შევინარჩუნეთ. ბარსელონას ინდივიდუალური და გუნდური ხარისხი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად ძლიერი გუნდი ვართ და რა დონეზე ვითამაშეთ ამ საღამოს.

ის ფაქტი, რომ ბარსელონამ მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო იმის ფონზე, თუ რამდენს იტანენ ისინი ამ სეზონში, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შთამბეჭდავად ვიმუშავეთ დღეს.

ეს მატჩი მთავარი არ არის, ყველაზე გადამწყვეტი აპრილის თამაშები იქნება. სწორედ მაშინ არის ეს ტურნირი ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც პლეი-ოფის ეტაპი იწყება. გვინდა, რომ ამ მომენტებისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყოთ.

პირველი კალათის გუნდებთან უკვე ორი მატჩი ვითამაშეთ. თუმცა, უნდა შეგახსენოთ, რომ გასული სეზონის ამავე ეტაპზეც ზუსტად ამდენივე ქულა გვქონდა, მაგრამ საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოვხვდით. ყურადღება უკვე მომდევნო თამაშებზე უნდა გადავიტანოთ.

ჩემი აზრით, მე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები მყავს და ამის ჩვენს გულშემატკივრებსაც სწამთ.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა 4:2 დაამარცხა.

3 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები