ლუის ენრიკე: 'რაგბის მწვრთნელები ჩვენზე უკეთ ხედავენ მოედანს'
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ლანსი მიიღო და 2:0 დაამარცხა. მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიმ, თუმცა ის ტრავმის გამო, 30-ე წუთზე შეცვალეს. პსჟ-ს ტრავმირებული ჰყავს დემბელეცა და დეზირე დუეც, შესაბამისად, ლუის ენრიკეს სწორედ ამ საკითხზე სთხოვეს კომენტარი. თავის მხრივ, ლუის ენრიკეც, გატეხილი ლავიწით, ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს თამაშის პირველ ტაიმს.
რაგბის მწვრთნელები სხვა პერსპექტივიდან უყურებენ ამ ყველაფერს. პირველ ტაიმს ტრიბუნებიდან ვუყურე და ის შესანიშნავი და განსხვავებულია, რადგან ყველაფრის კონტროლი შემიძლია და ეს საინტერესო ვარიანტია, რომლის გამოყენებაც მომავალში შემიძლია. შეგიძლიათ იდეალურად განსაჯოთ ყველაფერი, რადგან ხედავთ, ვინ იყო კარგი მოედანზე. ეს უამრავ ინფორმაციას იძლევა და ვფიქრობ, რომ ეს დადებითია. მეორე ტაიმს „ნორმალურად“ ვუყურე.
ტრავმები? არ ვიცი, სამედიცინო პერსონალის შედეგებს უნდა დაველოდოთ, ამჟამად ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენთვის ცოტა რთული მომენტია. უნდა დაველოდოთ, კოლექტიურად უნდა დავდგეთ და დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემებს გადავლახავთ.
ამ გამარჯვებას კიმპემბეს ვუძღვნით. ის წარმოუდგენელი მოთამაშე იყო. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. ტრავმების გამო ცვლილებების შეტანა მოგვიწია და თავიდანვე რთული იყო. რადგან მოედანზე მომხდართან ადაპტაცია დაგვჭირდა. - განაცხადა ლუის ენრიკემ
პსჟ-ს 4-დან 4 გამარჯვება აქვს და ჩემპიონატს 12 ქულით ლიდერობს. პარიზული გრანდი ლიგა 1-ის შემდეგ ტურს სტუმრად, მარსელის წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ატალანტას მიიღებს.