ლუის ენრიკე: ,,მგონი, ჩემპიონთა ლიგა არც არსენალს მოუგია, ასე რომ, ერთ-ერთ ჩვენგანს ამის შანსი ექნება''
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,არსენალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,მეტოქეზე ბევრს არ ვისაუბრებ, არსენალი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც მწვრთნელთან ერთად ბოლო წლებია შესანიშნავად ასპარეზობს. ვფიქრობ, ნახევარფინალში გასვლას ოთხივე გუნდი იმსახურებდა. მე ჩემი გუნდი ყველაზე მეტად მომწონს და აქ სწორედ ამიტომ ვზივარ.
რა შეიცვალა ოქტომბრის შემდეგ? დიდი სხვაობაა... მგონია, რომ ახლა უფრო სრულყოფილი გუნდი ვართ. გადავხედე ჩვენს წინა შეხვედრას და ცვლილების აშკარა ნიშნებია. ახლა ნახევარფინალში ვართ და გვინდა, რომ ისტორია დავწეროთ.
მეტოქის სტანდარტულები? ჩვენ თამაშის ყველა ასპექტზე ვმუშაობთ, სხვაგვარად როგორ ფიქრობთ, როგორ მივიღებდი სამწვრთნელო ლიცენზიას?
ვიტინიამ თქვა, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის? კარგია... მნიშვნელოვანია, როცა საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ხარ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ვიტინიაც და ჩემი ყველა სხვა ფეხბურთელიც უმაღლეს დონეზეა, ამის გარანტიას გაძლევთ!
ურთულესი ლიგის ფაზა გვქონდა, ახლა კი ნახევარფინალში ვართ. თავდაპირველად, ეს ყველაფერი სახიფათო იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ჩვენზე დადებითად აისახა, რადგან უფრო გაგვაძლიერა.
ლივერპულთან გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვმატა, მაგრამ ყველა მატჩი განსხვავებულია და ჩვენ ეს კარგად ვიცით. პრემიერლიგაზე ყველა საუბრობს, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ლიგაზე, თუმცა არ ვიცი, ამას ვეთანხმები თუ არა...
მგონი, ჩემპიონთა ლიგა არც არსენალს მოუგია, ასე რომ ერთ-ერთ ჩვენგანს ამის შანსი ექნება... ამაზე ფიქრმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს და კონცენტრირებულნი მხოლოდ თამაშზე უნდა ვიყოთ!'' - ლუის ენრიკე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ლონდონის ,,არსენალს'' ესტუმრება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.