Belive

ლუის ენრიკე: ,,მაროკო მუნდიალზე ყველაზე კარგად მომზადებული გუნდია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მაროკოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენი საფეხბურთო იდეის შეცვლას არ ვაპირებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 90 წუთის განმავლობაში დომინანტები უნდა ვიყოთ, რადგან უმაღლესი დონის გუნდების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების წინააღმდეგ ვთამაშობთ. მიზნის მიღწევის დიდ სურვილს თითოეულ მოთამაშეში ვხედავ. უკვე პლეი-ოფში ვართ, რაც ზედმეტ დაძაბულობას ქმნის, თუმცა განწყობა ოპტიმისტურია.

მაროკო შესანიშნავი ნაკრებია, ამიტომ მოტივაციის მხრივ ყველაფერი რიგზეა. დარწმუნებული ვარ, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. მაროკო ამ ჩემპიონატზე ყველაზე კარგად მომზადებული გუნდია. თუ მათ ვინმე ზემოდან უყურებს, ეს ესპანეთი ნამდვილად არ არის,'' - ლუის ენრიკეს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთი მაროკოს შეხვდება. მატჩი ხვალ, 19:00 საათეა, ჩანიშნული.

სხვა სტატიები