ლუის ენრიკე: ,,ხვალინდელი მატჩი პირველი 2 მატჩისგან განსხვავებული იქნება''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლევერკუზენთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ბედნიერები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგებებით დავიწყეთ, მაგრამ ხვალინდელი მატჩი ტურნირის პირველი 2 მატჩისგან განსხვავებული იქნება. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო სწრაფად მოვიპოვებთ ქულებს, მით უკეთესი.
ვეცდებით, ისე ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის და მხოლოდ ამ მატჩის მოგებაზე ვიფიქრებთ. ლევერკუზენს მაღალი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს. ამ გუნდმა იცის, როგორც დაიცვას თავი და როგორ გამოიყენოს პრესინგი.
გუნდში არსებული პრობლემები? ძალიან კარგი ამბავი ისაა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვიბრუნდება. დუე უკვე დაბრუნდა, დემბელე და მარკინიოსიც გუნდთან ერთად არიან.'' - ლუის ენრიკე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, ლევერკუზენის ბაიერი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
🎙️ Luis Enrique : « Notre objectif est de prendre le maximum de points le plus vite possible. Demain sera un match différent des deux premiers dans la compétition. »#B04PSG I @ChampionsLeague pic.twitter.com/9h6BPJi00h
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) October 20, 2025