Belive

ლუის ენრიკე: 'კარგად ვარ, ლანსთან სათადარიგო სკამზე ვიქნები'

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის ენრიკე გუნდს დაუბრუნდა და დღეს პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა. მან ველოსიპედიდან გადმოვარდნის დროს ლავიწის ძვალი გაიტეხა და ოპერაცია ჩაუტარდა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანელი მწვრთნელი, მომავალ ტურში, გუნდთან ერთად არ იქნებოდა, თუმცა დღეს მან დაადასტურა, რომ თავს კარგად გრძნობს და სათადარიგო სკამზე იქნება.

ჩემი ავარია არაფერს ცვლის. მზად ვარ ვიმუშაო. ეს უბრალოდ ფიზიკური შეზღუდვაა. ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ნეგატიური ხდება, ვცდილობ დავინახო დადებითი მხარეები. თავს კომფორტულად ვგრძნობ და ლანსთან სათადარიგო სკამზე ვიქნები.

ლანსის წინააღმდეგ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. სანაკრებო შესვენებები მოთამაშეებს ყურადღებას ფანტავს. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ეს დიდი მოტივაციაა ჩვენი გზის გასაგრძელებლად.

მე ძალიან მიყვარს პრესნელ კიმპემბე, მაგრამ ასეთია ცხოვრება. ის 2-წელიწადნახევარი იყო ტრავმირებული და ხვალ ჩვენი საშინაო სტადიონიდან გავაცილებთ. ის ამას იმსახურებს. - განაცხადა ლუის ენრიკემ

ლიგა 1-ის მეოთხე ტურის მატჩს პსჟ პარკ დე პრენსზე, 14 სექტემბერს, ლანსის წინააღმდეგ ჩაატარებს. გუნდი ამ შეხვედრაში ფრანგ მცველს, პრესლენ კიმპემბეს დაემშვიდობება.

სხვა სტატიები