ლუის ენრიკე: ,,გასულ წელს ყველა ამბობდა, რომ ფავორიტი ლივერპული იყო''
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლივერპულთან მატჩის წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიიჩნევთ ფავორიტად, რადგან მსგავსი ტიპის შეხვედრებში ფავორიტის გამოკვეთა შეუძლებელია. არ მჯერა, რომ ფავორიტები ჩვენ ვართ. სხვათა შორის, გასულ წელს ყველა ამბობდა, რომ ფავორიტი ლივერპული იყო, თუმცა, საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე პსჟ გავიდა.
იმედი მაქვს, რომ ბურთს ლივერპულზე დიდ ხანს გავაკონტროლებთ, თუმცა, ვიცით, რამდენად რთული იქნება ეს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ თამაშს, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, გასულ წელთან შედარებით, განსხვავებული არაფერი იქნება.
შეიცვალა თუ არა ჩემი მუშაობის მეთოდი? მწვრთნელის საქმე სწორედ ის არის, რომ გზა ნებისმიერ გარემოებაში იპოვოს. ეს წელი წინა წლისგან განსხვავდება. რაც მე მუდმივად მსურს, არის ის, რომ გუნდის იდენტობა უცვლელი დარჩეს და კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ.
ჩვენი დაპრისპირება გასულ წელს? ეს იყო უმაღლესი დონის თამაში და დაუჯერებელია, რომ ის მატჩი წავაგეთ. ახლავე მოვაწერდი ხელს, რომ ხვალაც იმავე დონის ფეხბურთი ვითამაშოთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა იმავე შედეგით. ჩვენ ყოველი მატჩის მოგებას ვცდილობთ. გვინდა ვისარგებლოთ პარკ დე პრენსის ატმოსფეროთი და გულშემატკივრების მხარდაჭერით.
როგორც ყოველთვის ვამბობ, ჩვენი მიზანი მიმზიდველი ფეხბურთის თამაშია. როცა მხოლოდ ერთი სათამაშო სტილი გაქვს და გყავს წარმოუდგენელი ფეხბურთელები, ჩემთვის ამის თქმა იოლია, მოთამაშეებისთვის კი შესრულება - რთული. თუმცა, ეს ჩვენი სტანდარტია. ან ვიგებთ, ან ვაგებთ, თუმცა სტანდარტი უცვლელია. როცა ასეთი გულშემატკივარი გიჭერს მხარს, ყველაფერი უფრო მარტივია.'' - ლუის ენრიკე
ოთხშაბათს, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი ლივერპულს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
📣🔴🔵 La conférence complète de Luis Enrique : « A mes yeux, il n’est pas important de savoir qui vous placez comme favori. Car dans ce type de match, il est impossible d’avoir un favori. Je ne crois pas qu’on soit favori. L’an passé d’ailleurs, tout le monde disait que le… pic.twitter.com/E9EBrd8X2I
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) April 7, 2026