Belive

ლუის ენრიკე: ,,ეს განსაკუთრებული სტადიონია ქომაგებით, რომლებმაც იციან, როგორ დაუჭირონ მხარი საკუთარ გუნდს''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, დორტმუნდის ,,ბორუსიასთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ეს ფეხბურთია... უმეტეს შემთხვევაში ის შესანიშნავია, მაგრამ, ხანდახან, ასეთებიც ხდება. რთული მატჩი გამოვიდა, ორივე გუნდის მიერ შექმნილი მომენტები უნდა გავაანალიზოთ.

რა თქმა უნდა, პრესინგს ვცდილობდით, მაგრამ მეტოქე ბურთით თამაშში ძალიან ძლიერია და ფიულკრუგის გოლის ეპიზოდში თავი კარგად გაითავისუფლა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყველამ იცოდა, რომ მარტივად არაფერი გამოვიდოდა. ფეხბურთელები დაღონებულები არიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბურთი ძელს ორჯერ მოხვდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს განსაკუთრებული სტადიონია გულშემატკივრებით, რომლებმაც იციან, როგორ დაუჭირონ მხარი საკუთარ გუნდს.

პარიზში უფრო ძლიერები ვიქნებით! ჯერ არაფერი დაგვიკარგავს.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ბორუსიამ'' ,,პსჟ-ს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი სამშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები