ლუის ენრიკე ერნანდესზე: ,,საკუთარი თავის კონტროლი უნდა იცოდე''
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ტოტენჰემთან მოგებული მატჩი შეაფასა.
ესპანელ სპეციალისტს ლუკას ერნანდესზეც ჰკითხეს, რომელმაც შეხვედრის მიწურულს სიმონსის წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო:
,,ეს იყო რთული მატჩი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ტოტენჰემმა შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით - პირველ ტაიმში. მეტოქემ თავი ყველაფერს კარგად გაართვა. საბოლოოდ, გულშემატკივრების დახმარებით სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან, ვფიქრობ, 24 საუკეთესო გუნდში ადგილი, ფაქტობრივად, გავინაღდეთ. ახლა ცხრილში მე-2 ადგილზე ვართ და სრული შემადგენლობით ჯერ კიდევ არ გვითამაშია. ეს უჩვეულოა, მაგრამ გუნდს სწორი მენტალიტეტი აქვს, რაც ძალიან გვახარებს.
ვიტინია? ისიც და გუნდიც იზრდებიან. თუ ინდივიდუალური ჯილდოს მოგება გინდა, ტიტულები გუნდთან ერთადაც უნდა მოიპოვო. ვიტინია განსაკუთრებული, განსხვავებული ფეხბურთელია. მისი წარმატება მახარებს, ძალიან ბევრს შრომობს და პიროვნულ ხასიათს ავლენს. გვიხარია, რომ ის ჩვენ გვყავს. არის თუ არა ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი? იმედია...
ერნანდესის წითელი ბარათი? ეს ვის მოსწონს? უცნაურია, რომ პირველი შემთხვევა არ არის. ამაზე უნდა ვისაუბროთ და შევთანხმდეთ, რომ ეს ყველაფერი სახიფათოა. ლუკას ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ არანაირი განზრახვა არ ჰქონია, თუმცა საკუთარი თავის კონტროლი უნდა იცოდე.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში პარი სენ ჟერმენმა ტოტენჰემს უმასპინძლა და 5:3 დაამარცხა.
5 ტურის შემდეგ პარიზელები 12 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზე არიან.
ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 29 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, მონაკოს წინააღმდეგ გამართავს.
❤️💙⭐️ Luis Enrique: “Vitinha has been sensational, as always. Next Ballon d’Or? Well… I hope so”. pic.twitter.com/02gW6duVrL
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 26, 2025