Belive

ლუის ენრიკე: "ჩვენი მიზანი ჩემპიონატის წაუგებლად დასრულებაა"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის 30-ე ტურში "პსჟ" საკუთარ მოედანზე "ლე ავრს" მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელები უკვე საფრანგეთის ჩემპიონები არიან, ისინი მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივიან და ამაზე ყურადღება მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემაც გაამახვილა - მისი თქმით, ახლა მიზანი ჩემპიონატის წაუგებლად დასრულებაა.

ჩვენ ისევ აქტიურად ვემზადებით მომავალი თამაშებისთვის. შეგვიძლია რეკორდის მოხსნა და ეს გუნდის ხელშია.

არც ისე ხშირად ხდება, როცა გუნდი ჩემპიონატს წაუგებლად ასრულებს და ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. ლე ავრს ბევრი აქვს დასაკარგი. ეს იქნება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში.

ისტორიის შესაქმნელად უნდა მოიგო ყველაფერი, რაც წინ შეგხვდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც შეეხება "არსენალს", პსჟ მათ ერთხელ უკვე ეთამაშა და მშვენივრად ვიცით რა ძალის მქონე გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება, არტეტას ხელში ისინი კიდევ უფრო განვითარდნენ და ამ წუთისთვის, არსენალი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. - განაცხადა ლუის ენრიკემ

პსჟ-ს შიდა ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 74 ქულა აქვს დაგროვებული. პარიზელები რვა დღის განმავლობაში ლიგა 1-ის სამ შეხვედრას ჩაატარებენ ლე ავრის, "ნანტისა" და "ნიცას" წინააღმდეგ. 29 აპრილს კი პსჟ ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში არსენალს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები