ლუის დიასის საშინელი უიღბლობა მიმდინარე მუნდიალზე
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალურ ეტაპზე კოლუმბიამ განა მინიმალური სხვაობით ჯონ არიასის გოლით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, 1/8-ფინალში კი მათი მეტოქე შვეიცარია იქნება.
აღნიშნულ შეხვედრაში 56-ე წუთზე ლუის დიასმა გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარის გამო გაუუქმეს. ასეთ უიღბლობას იშვიათად თუ ნახავთ, რადგან კოლუმბიელი ფეხბურთელისთვის მიმდინარე მუნდიალზე მე-4 შეხვედრაში ეს უკვე მესამე არ ჩათვლილი გოლია.
ლუის დიასმა მხოლოდ უზბეკეთთან მოახერხა თავის გამოჩენა, მან 1 გოლის და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება სწორედ მათ წინააღმდეგ შეძლო.