Belive

ლუის დიასის ბრწყინვალე გოლი არგენტინასთან

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში არგენტინამ კოლუმბიას უმასპინძლა და წაგებას 81-ე წუთზე, ტიაგო ალმადას მიერ გატანილი გოლით გადაურჩა (1:1). შეხვედრაში ანგარიში ლუის დიასმა, ბრწყინვალე სოლო რეიდის შემდეგ გახსნა, კოლუმბიელმა შემტევმა 4 არგენტინელი მოატყუა და შანსი არც ემილიანო მარტინესს დაუტოვა.

არგენტინას, როგორც სამხრეთ ამერიკის ცხრილის პირველადგილოსანს (35 ქულა), მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე განაღდებული აქვს, კოლუმბია კი 22 ქულით მე-6 ადგილზეა და მუნდიალზე გამსვლელ ზონაში იმყოფება.

სხვა სტატიები