Belive

ლუის დე ლა ფუენტე - ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

61 წლის მწვრთნელი - ლუის დე ლა ფუენტე, ლუის ენრიკეს გათავისუფლების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

61 წლის სპეციალისტი ბოლოს ესპანეთის 23-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწრთნელად მუშაობდა, იქამდე კი ესპანეთის 21-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი იყო.

მას ასევე ლა ლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს, კერძოდ კი "ბილბაოს ატლეტიკში" უმუშავია. იგი "ბილბაოში" 2-ჯერ მუშაობდა, პირველად 2006-2007, ხოლო მეორედ კი 2009-2011 წლებში.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მისი წარდგენა 12 დეკემბერს შედგება. პირველ მატჩს კი 2024 წელს გამართავს.

სხვა სტატიები