Belive

ლუჩიანო სპალეტი: "ზეწოლა იზრდება - სანახაობრივად თამაშის გაგრძელება გაგვიჭირდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ გუნდის ამჟამინდელ სათამაშო ფორმასა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მოახლოებულ დაპირისპირებებზე ისაუბრა.

"თუ ყველა გამოწვევას არ მივიღებთ, მაშინ ძლიერი გუნდი არ ვიქნებით. ვერ ვაცნობიერებთ იმ ხარისხს, რაც ჩვენს გუნდს აქვს.

ამ სეზონის გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ და სირთულეებს ველოდოთ. მოედანზე შედეგისთვის მზად უნდა გავიდეთ და ასევე იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავამარცხოთ.

ჩემპიონთა ლიგა? ფრანკფურტის "აინტრახტი" ისეთივე ძლიერია, როგორც ჩვენ. ჩვენ უკვე ვუყურეთ მათ და შევისწავლეთ მათი თამაში, ეს ძალიან რთული გამოწვევა იქნება.

სეზონის ამ მომენტიდან გაგვიჭირდება თამაშში ასეთი მსუბუქი და კრეატიული ვიყოთ, მოედანზე და ისეთი სანახაობის ჩვენება შევძლოთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდება, რომ მატჩებს, რომლებიც ახლა გველის, სხვა წნეხი და ზეწოლა ახლავს თან", - თქვა 63 წლის სპეციალისტმა.

"ნაპოლი" ყველზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას 22 თებერვალს, ფრანკფურტში გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები