Belive

ლუჩიანო სპალეტი: "კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" 63 წლის მთავარმა მწვრთნელმა - ლუჩიანო სპალეტიმ, იტალიურ რადიო "Gol"-თან რამდენიმე თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი თემა კი ნეაპოლური კლუბის სატრანსფერო სიახლეები იყო, სადაც გამოცდილმა თავკაცმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა, რომ იგი ძალიან ბედნიერია ხვიჩა კვარაცხელიას კლუბში მოსვლით.
მას დიდი ხანია ვაკვირდები და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. კარგი და მოქნილია მჭიდრო თამაშში/ბრძოლაში. ის ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ბრწყინვალეა არჩევანის გაკეთებისას და ერთ-ერთი მათგანია, რომლის ყოლაც მწვრთნელებს სურთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სხვა სტატიები