Belive

ლუჩიანო სპალეტი: "ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი მოვიგეთ და ჩვენი მენტალიტეტი გამოვაჩინეთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "ნაპოლიმ" "რომა" - 2:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

"ვხედავ, რომ სატურნირო ცხრილში 3 ქულით უფრო მეტი გვაქვს. რთულ მეტოქესთან ძალიან მძიმე მატჩი მოვიგეთ. "რომა" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელიც ჩვენს სტადიონზე სათამაშოდ ჩამოსული ვნახე.

ვხედავდი, რომ მთელი გუნდი ჩართული იყო თამაშში, როგორც სათადარიგო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები, ისე პერსონალის წარმომადგენლები.

ყველა კონცენტრირებული იყო 100%-ით და ფუნდამენტური იყო ის მომენტი, რომ ფრეს არავინ ეგუებოდა. გუნდს სასტიკი რეაქცია ჰქონდა გოლის გაშვების შემდეგ და ეს სურვილი დაჯილდოვდა.

როცა ფეხბურთელები მთელი კვირის განმავლობაში კარგად ვარჯიშობენ, შემდეგ რთული ხდება ოსმინენის მსგავსი ფეხბურთელის სკამზე დასმა. მან ამ შეხვედრაში მოედანზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ჩვენი ანგარიშში დაწინაურება განსაზღვრა. რაც შეეხება სიმეონესა და რასპადორის, მათ მიღებული შანსით ისარგებლეს და ჩვენი გამარჯვება გარანტირებული გახადეს.

სიმეონეს გოლის დროს სათადარიგოთა სკამზე არსებული რეაქციები გამოხატავს იმ მენტალიტეტს, რომელიც აქვს ამ კლუბს და რომელსაც ასე აფასებს გულშემატკივარი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ვერ იმარჯვებ", - თქვა 63 წლის სპეციალისტმა.

"ნაპოლის" 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 53 ქულა აქვს და სერია A-ს ერთპიროვნულად, უახლოეს მდევარ მილანის "ინტერთან" 13-ქულიანი სხვაობით ლიდერობს.

სხვა სტატიები