Belive

ლორის კარიუსის ტრანსფორმაცია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უკანასკნელ პერიოდში ლორის კარიუსს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლება და მისი მოედანზე ხილვა შეუძლებელია, თუმცა გერმანელი კიპერი დროს უქმად არ კარგავს. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს გერმანელი კიპერი ვარჯიშს უთმობს, რაც მის ფიზიკურ მონაცემებზე საგრძნობლად აისახა. კარიუსმა Instagram-ზე ვარჯიშის შემდეგ გადაღებული ფოტო განათავსა, რომელსაც ფანები გამოეხმაურნენ. 28 წლის კიპერი, რომლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა არც ისე სახარბიელოდ განვითარდა, ფიტნეს ცენტრში დიდ დროს ატარებს და საკუთარი ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ერთ-ერთმა ფანმა კარიუსს "მხეცი" უწოდა, მეორემ კი აღნიშნა: "სავარჯიშო დარბაზში ვიღაც ძალიან დიდ დროს ატარებს".

 
View this post on Instagram
 

A post shared by LORIS (@loriskarius)

2016 წელს, ლორის კარიუსი მერსისაიდულ გრანდს შეუერთდა. გერმანელმა კიპერმა "ლივერპულის" მაისურით 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 2018 წლის ავადსახსენებელი ფინალის შემდეგ, მას "ლივერპულის" მაისურით აღარ უასპარეზია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული უხეში შეცდომების შემდეგ, რომელიც "ლივერპულს" ტიტულის ფასად დაუჯდა, კარიუსმა ფანებს მოუბოდიშა. თვალცრემლიანი კიპერის საჯარო ბოდიშის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში გერმანელი კიპერის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები მრავლად გაკეთდა. კარიუსმა "ბეშიქთაშთან" 2-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა 2020 წელს, თურქულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. თურქული კლუბის დატოვების შემდეგ, კარიუსი სამშობლოში დაბრუნდა და "უნიონ ბერლინს" შეუერთდა (იჯარა). ბუნდესლიგაში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ, კიპერი კვლავ "ლივერპულში" დაბრუნდა, სადაც ალისონის, კელეჰერისა და ადრიანის შემდეგ, კლოპის მეოთხე არჩევანია. ასევე იხილეთ: ლორის კარიუსი – შეუჩერებელი დაღმასვლა კიევის ფინალის შემდეგ | VIDEO

სხვა სტატიები