Belive

ლორის კარიუსი აცხადებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის არ ეშინია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლორის კარიუსი, რომლის "ნიუკასლიც" EFL თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება, აცხადებს, რომ მისი მოწინააღმდეგის არ ეშინია.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა მეკარემ ბოლოს "უნიონ ბერლინის" შემადგენლობაში 2021 წელს ითამაშა. ლორისმა "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო და ის მატჩი 1:1 დასრულდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კარიუსი თამამად აცხადებს, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედის" არ ეშინია.

"ვფიქრობ, რომ ჩაკეტილი თამაში იქნება. "მანჩესტერ იუნაიტედს" კარგი და ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა, ჩვენც შესანიშნავ ფორმაში ვართ, თანაც სახლში ვთამაშობთ. მე პატივს ვცემ მოწინააღმდეგეს, მაგრამ მათი არ მეშინია. ამ თამაშის მოსაგებად ბევრი გეგმა გვაქვს და მოედანზე საკმაოდ მომზადებულები გამოვალთ." - განაცხადა ლორის კარიუსმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა კარის დარაჯმა საფეხბურთო სამყაროს თავი "ლივერპულის" რიგებში ასპარეზობით დაამახსოვრა. კარიუსმა 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "რეალის" წინააღმდეგ სავალალო შეცდომები დაუშვა, რომლის გამოც გუნდმა შეხვედრა 3:1 დათმო.

EFL თასის ფინალი 26 თებერვალს 20:30 საათში არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები