Belive

ლოპეტეგის დღეები მადრიდში დათვლილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" "ლა ლიგის" მორიგი შეხვედრა წააგო. გუნდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კი მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.  ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა, ბოლო პერიოდში "რეალის" წარუმატებელმა თამაშმა, პერესს ლოპეტეგის შემცვლელის ძებნა დააწყებინა. "ლევანტესთან" განცდილმა მარცხმა, თანაც საკუთარ მოედანზე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხულენ ლოპეტეგი მადრიდის "რეალს" "ელ კლასიკო"-ში მარცხის შემთხვევაში დაემშვიდობება. შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" "ნოუ კამპზე" 28 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები