Belive

ლოკომოტივის შემდეგ თელავიც - კახური კლუბი წამყვან ფეხბურთელებს ემშვიდობება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სასპონსორო თანხების დაკარგვის შედეგად, ფინანსური პრობლემების წინაშე "ლოკომოტივის" შემდეგ, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი კიდევ ერთი გუნდი დადგა - არსებული შემადგენლობის შენარჩუნების პრობლემა "თელავსაც" დაუდგა.​ როგორც კახური კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, გუნდმა ვერ შეძლო ფეხბურთელებთან ახალ კონტრაქტებზე შეთანხმება და აქედან გამომდინარე, თელაველთა რიგებს, მთავარი მწვრთნელის შემდეგ, წამყვანი მოთამაშეებიც ტოვებენ. პირველადი ცნობით, გუნდი მიხეილ ბაშელეიშვილმა, ირაკლი რუხაძემ, თორნიკე ძოწენიძემ და ლაშა შერგელაშვილმა დატოვეს, თუმცა დაანონსებულია, რომ ეს ცვლილებები კიდევ იქნება.
"დაბეჯითებით გეტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კლუბი, ცხადია, არსებობას არ წყვეტს, მაგრამ ფაქტობრივად, სრულიად ახალი გუნდით და თავისთავად, ახალი მწვრთნელით მიიღებს მონაწილეობას 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატში და ასევე ისიც გვჯერა, რომ ჩვენს დევიზს არ გადავუხვევთ!", - წერს თელავის ოფიციალური გვერდი.
"თელავი" 2016 წელს დაარსდა და უკვე 2020 წლიდან ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა და იქ ზედიზედ მესამე სეზონის დასაწყებად ემზადება. 2021 წლის გათამაშებაში კახელებმა მეექვსე პოზიცია დაიკავეს.

სხვა სტატიები