Belive

ლოჩოშვილი ინტერის წინააღმდეგ ძირითადში იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს 22:45 საათზე "ინტერი" სახლში "კრემონეზეს" უმასპინძლებს.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეს" ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. უკვე მოერე შეხვედრაა, რაც ლუკა შეხვედრას სასტარტოში იწყებს. მისი დებიუტი წინა ტურში "რომას" წინააღმდეგ შედგა, სადაც გულშემატკივარს ძანიოლოს წინააღმდეგ ძლიერი ვარდნით დაამახსოვრა თავი. სამწუხაროდ მას 90 წუთი არ გაუტარებია მოედანზე, ლოჩოშვილი 84-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი "კრემონეზეში” "ვოლფსბერგერიდან” გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ 1,6 მილიონი ევრო შეადგინა. ლუკა ლოჩოშვილი ,,ვოლფსბერგერში” 2020 წლიდან თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 71 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ კრემონეზე სამი ტურის შემდეგ 0 ქულით 19 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები