Belive

ლოჩოშვილი ძანიოლოს: ,,მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,კრემონეზეს'' მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა, ,,რომას'' თავდამსხმელი, ნიკოლო ძანიოლო გაამხნევა. იტალიელმა ფეხბურთელმა გუშინ ტრავმა ,,რომასა'' და ,,კრემონეზეს'' შეხვედრაში მიიღო. ძანიოლოს წაქცევამდე კონტაქტი სწორედ ლოჩოშვილთან ჰქონდა, თუმცა ქართველმა მცველმა მეტოქეს ბურთი თამაშის წესების დაცვით აართვა.

,,ეს შენთვის უიღბლო მომენტი იყო... მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ,'' - დაწერა ლოჩოშვილმა სოციალურ ქსელში და პოსტში ნიკოლო ძანიოლო მონიშნა.

ძანიოლომ მხარი მატჩის 45-ე წუთზე ამოიგდო, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე გაუცდება. ,,მათვის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი უფრო სერიოზულად იყო... სამ კვირაში შევხვდებით,'' - შეხვედრის შემდეგ ნიკოლომ ,,ჰეითერებს'' ასე მიმართა.

ლოჩოშვილის დებიუტი სწორედ ,,რომასთან'' მატჩში შედგა. 24 წლის ფეხბურთელმა 85 წუთი ითამაშა და Sofascore.com-ისგან 7.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მის გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. ვებგვერდმა ,,კრემონეზეს” შემადგენლობაში ლოჩოშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ მეკარეს, ანდრეი რადუს დაუწერა.

ლუკამ მეტოქეს ბურთი 6-ჯერ აართვა, 11-დან 8 დუელი მოიგო და 38-დან 32 სწორი გადაცემა გააკეთა (84%).

2 ტურის შემდეგ, ,,კრემონეზე” უქულოდაა. მასიმილიანო ალვინის გუნდი მომდევნო მატჩს 27 აგვისტოს, ,,ტორინოსთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები