Belive

"ლივერპულთან ჯერ არაფერია გადაწყვეტილი" - კარლო ანჩელოტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, "ლივერპულისა" და "რეალის" დაპირისპირება შედგა. ლივერპულში, ლეგენდარულ "ენფილდზე" გამართული საფეხბურთო დრამა მერსისაიდული გრანდის განადგურებით, 2:5 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში "ენფილდზე" 5 გოლი გაიტანა.

ლივერპულელთათვის განსაკუთრებით მძიმე მატჩის მეორე ტაიმი გამოდგა, რომელშიც "რეალმა" მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

სტუმრად მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ გულშემატკივართა სიხარული ნაადრევია. პრესკონფერენციაზე ანჩელოტიმ განაცხადა, რომ "ლივერპულთან" ჯერ არაფერია დასრულებული.

"ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ მატჩი კატასტროფულად დავიწყეთ და მე-14 წუთისათვის 2:0 ვმარცხდებოდით. ასეთი გამარჯვების მოპოვება მარტივი არაა. ეს პლეი-ოფის მხოლოდ პირველი მატჩი იყო. უნდა გავითავისოთ, რომ საპასუხო შეხვედრაშიც მოგვიწევს ბრძოლა. "ლივერპული" დიდებული გუნდია, რომელიც საქმეს გაგვირთულებს ასე, რომ შემიძლია გითხრათ: სამწუხაროდ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი", - კარლო ანჩელოტი.

სხვა სტატიები