Belive

ლივერპულში თამაშისას სადიო მანეს გუნდი ხშირად აჯარიმებდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბაიერნში" გადასვლამდე სადიო მანემ "ლივერპულში" საკმაოდ ნაყოფიანი 6 წელი გაატარა. სენეგალელმა მერსისაიდელების მაისურით 269 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა. ფორვარდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა და გუნდთან ერთად პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ასოციაციისა და კარაბაოს თასის მოგებაც შეძლო.

თუმცა, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ენდი რობერტსონმა გაამხილა, რომ მანეს გუნდი ხშირად აჯარიმებდა:

"ზოგიერთი ჯარიმა საკმაოდ ძვირია. თუ პასპორტი დაგავიწყდათ, ხელფასის დიდი ნაწილის გადახდა მოგიწევთ. სადიომ ეს რამდენჯერმე მოახერხა. ამის გამო გაგმზავრება ყოველთვის ჭიანურდებოდა." - განაცხადა რობერტსონმა We Are Liverpool პოდკასტზე საუბრისას.

წელს "ლივერპული" არც ისე სახარბიელო ფორმაშია. იურგენ კლოპის გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. მერსისაიდელებმა ბოლო 3 შეხვედრიდან ვერცერთი მოიგეს. შემდეგი დაპირისპირება მათ "ბრაიტონის" წინააღმდეგ ელით. აღნიშნული დაპირისპირება 29 იანვარს, 17:30 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები