Belive

"ლივერპულში კლოპის ერა დასრულებულია" - ტიერი ანრი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინდელი შეხვედრა "ლივერპულისთვის" საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. იურგენ კლოპის გუნდი საკუთარი გულშემატკივრის წინ პირნათლად დაიჩაგრა და "რეალთან" 2:5 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ იურგენ კლოპის ერა "ლივერპულში" დასრულებულია.

"რეალს" რომ თავი დავანებოთ, "ბრაიტონთან", "ვულვზთან" და "ბრენტფორდთან" "ლივერპულმა ბევრი გოლი გაუშვა. ძალიან მყიფე გუნდია. 2 ბურთიანი უპირატესობაც კი ვერ შეინარჩუნეს. რაღაც უნდა შიცვალოს. არ მგონია, რომ იურგენ კლოპის წასვლა რამეს შეცვლის, რადგან გუნდში ბევრ მოთამაშეს სჭირდება დონის ამაღლება. მსგავსი ვარდნა ყველას აქვს, მათ შორის საუკეთესოებსაც. მსგავსი რამ მეც შემემთხვა. ვფიქრობ, ლივერპულში კლოპის ერა დასრულებულია." - განაცხადა ტიერი ანრიმ CBS Sports-ის პირდაპირ ეთერში.

განმეორებითი შეხვედრა "ლივერპულსა" და "რეალს" შორის მადრიდში, 15 მარტს 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები