ლივერპულს არნოლდის ჩანაცვლება ჯერემი ფრიმპონგით უნდა
„ლივერპული“ „ბაიერ ლევერკუზენთან“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მათი ვარსკვლავის, ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერზე წინსწრებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. „წითლები“ ამჟამად ფეხბურთელის 35 მილიონი ევროს (29 მილიონი ფუნტი/39 მილიონი დოლარი) გამოსყიდვის პუნქტს განიხილავენ და ასევე მოლაპარაკებები ფეხბურთელის ბანაკთანაც დაიწყეს. ამბობენ, რომ ფრიმპონგს მერსისაიდულ კლუბში გადასვლა სურს.
მას შემდეგ, რაც ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024-25 წლების სეზონის ბოლოს „ენფილდს“ დატოვებს, ლივერპული ინგლისელი მარჯვენა მცველის შემცვლელად ხარისხიანი მცველის ძიებაში არიან.
ალექსანდრ-არნოლდი, გასულ კვირას, "არსენალის" წინააღმდეგ, სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა, ნიდერლანდელმა მწვრთნელმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე კონორ ბრედლი გამოიყენა. არნე სლოტმა ბრედლი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველს, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ აშრაფ ჰაკიმისაც კი შეადარა.