Belive

ლივერპულმა დაუმარცხებელი არსენალის მიღწევა გააუმჯობესა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში "ბრაიტონი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. "ბრაიტონის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მერსისაიდულ გრანდს 30 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდა. სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, "ლივერპულმა" 92 ქულა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუმარცხებელი "არსენალის" მიღწევა გააუმჯობესა. 2003-04 წლების სეზონში, "არსენალმა" ფანტასტიკურად იასპარეზა და პრემიერ ლიგა მარცხის გარეშე დაასრულა. საჩემპიონო სეზონში, "მეთოფეებმა" 26 მოგება და 12 ფრე დააგროვეს და 90 ქულით ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მერსისაიდულმა გრანდმა "არსენალის" მიღწევა გააუმჯობესა და მორიგი რეკორდის დამყარებას ცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ "ლივერპული" პრემიერ ლიგის დარჩენილ 4 ტურში 9 ქულას მოიპოვებს "მანჩესტერ სიტის" რეკორდს გააუმჯობესებს. დღემდე, პრემიერ ლიგის ქულათა რეკორდი "მანჩესტერ სიტის" ეკუთვნის - "ქალაქელექმა" სეზონი 100 ქულით დაასრულეს.

სხვა სტატიები