Belive

ლივერპულმა დარვინ ნუნიესი წარადგინა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, დარვინ ნუნიესი კარიერას ,,ლივერპულში'' გააგრძელებს. ინფორმაციას მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,აქ, ლივერპულში, ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს უდიდესი გუნდია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პარტნიორსა და შვილს, რომლითაც ვამაყობ. ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ლივერპულის წინააღმდეგ ვითამაშე და ჩემპიონთა ლიგაზე მათი უამრავი მატჩი ვნახე, ჩვენ საერთო სტილი გვაქვს. იმედი მაქვს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს დავეხმარო,'' - ნუნიესის სიტყვებს ლივერპულის ვებგვერდი ციტირებს.
Sky Sports-ის ცნობით, ,,ბენფიკამ'' ურუგვაელის ტრანსფერში 100 მილიონ ევრომდე მიიღო. 22 წლის შემტევი ახალ გუნდში 27-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ნუნიესი ,,ბენფიკაში” 2020 წელს ,,ალმერიადან” გადავიდა. ურუგვაელმა გასულ სეზონში ლისაბონური კლუბის მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,ლივერპულის” კარის აღება ორჯერ შეძლო

სხვა სტატიები