ლივერპულმა ბილბაოს მოუგო | მამარდაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპული ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მერსისაიდელებმა დღეს ენფილდზე ბილბაოს უმასპინძლეს და 3:2 დაამარცხეს.
ინგლისური გუნდის შემადგენლობაში მე-4 შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
მამარდამ, რომელიც ბურთს სულ 35-ჯერ შეეხო, მეტოქის დარტყმა ერთხელ მოიგერია და 25-დან 20 (80%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
6.8 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Sofascore-მა, 6,3-ით კი - Flashscore-მა.
ლივერპული მომავალ შეხვედრას კვირას, 10 ივლისს გამართავს - სუპერთასის მატჩში არნე სლოტის გუნდის მეტოქე კრისტალ პალასი იქნება.
Mamardashvili 👌 pic.twitter.com/tqLNxhqDQd
— 𝐂𝐑𝐈𝐒 (@CR_74_) August 4, 2025