Belive

ლივერპულის უარი ჯუდ ბელინგემს - ისინი სხვა ნახევარმცველს ეძებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი - ჯუდ ბელინგემი, "ლივეპრულში" აღარ გადავა. ამის მიზეზი კი "მერსისაიდული" კლუბის უარია.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ინგლისელს - ჯუდ ბელინგემს ზაფხულში გერმანული კლუბის დატოვება სურს, რადგან მასზე არაერთი მსოფლიო გრანდი ნადირობს.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჯუდი "ლივერპულის" გულშემატკივარია და სწორედ მერსისაიდულ კლუბში სურდა თამაში, თუმცა მისი მაღალი სატრანსფერო ფასის გამო, მერსისაიდელებს მისთვის უარის თქმა მოუწევთ.

"ლივერპულის" გარდა, ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველის შეძენით "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი" და სხვა გრანდები არიან დაინტერესებული.

ჯუდის გარდა ლივერპული კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება, რომლებსაც შეთავაზებას მას შემდეგ გაუკეთებენ, როდესაც ოფიციალურად დადასტურდება, რომ ისინი ჯუდ ბელინგემს ვეღარ ყიდულობენ.

მერსისაიდულ კლუბში მომავალ ნახევარმცველებად შემდეგ ფეხბურთელებს განიხილავენ: მეისონ მაუნტი, კონორ გალაჰერი, მოისეს კაისედო, ალექსის მაკ ალისტერი, მატეუს ნუნიესი, იური ტილემანსი, რაიან გრანვენბერხი.

სხვა სტატიები