Belive

ლივერპულის საჩემპიონო შანსები ფრის შემთხვევაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 37-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ლესტერი" 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ყველაფერი კი ბოლო ტურში გადაწყდება, თუ მანჩესტერული კლუბი "ბრაიტონს" სტუმრად დაამარცხებს, ზედიზედ მეორედ დაეუფლება პრემიერ ლიგის ტიტულს. "ლივერპულის" ჩემპიონობის შანსი ძალიან მცირეა და მათი ტრიუმფი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" ფეხის დაცდენაზეა დამოკიდებული. თუ ისე მოხდა, რომ "ლივერპულმა" "ვულვზთან" ფრე ითამაშა და "მანჩესტერ სიტიმ" წააგო, ლივერპული მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება ჩემპიონი: თუ მერსესაიდელებმა ფრედ 4:4 ითამაშეს და მანჩესტერელებმა 4:0 წააგეს "ბრაიტონთან", პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველად დაინიშნება ფლეი ოფის მატჩი, სადაც ეს ორი კლუბი ერთმანეთს ნეიტრალურ სტადიონზე შეხვდებიან და იქ გამარჯვებული პრემიერ ლიგის ტიტულს დაეუფლება.

სხვა სტატიები