Belive

ლივერპულის მთავარ მწვრთნელად არნე სლოტი დაინიშნა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მომავალი სეზონიდან ,,ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი იქნება. ინფორმაციას ,,მერსისაიდელთა'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ნიდერლანდელი სპეციალისტი სამი სეზონის განმავლობაში ,,ფეინოორდს'' წვრთნიდა და როტერდამულ კლუბთან ერთად ერედივიზიონისა და ქვეყნის თასის მოგებაც შეძლო.

სლოტი ,,ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპს ჩაანაცვლებს და საქმიანობას პირველი ივნისიდან შეუდგება.

კლოპი ინგლისურ გუნდში 2015-2024 წლებში მუშაობდა - მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ლიგის თასი (2-ჯერ), სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები