Belive

ლივერპულის გულშემატკივრებს ლუის სუარესის ხელახლა შეძენა სურთ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ლივერპულის" გულშემატკივრებმა თავიანთ კლუბს მოუწოდეს, რომ ლუის სუარესი კიდევ ერთხელ შეიძინონ. ვეტერანი თავდამსხმელი ურუგვაულ "ნასიონალს" ერთ თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. 35 წლის ლუისმა ევროპა ზაფხულში დატოვა და მშობიურ კლუბში გადაბარგდა, სადაც მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო. სუარესის "ნასიონალში" დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდა, მან რვა მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ოქტომბრის ბოლოს ურუგვაიში საფეხბურთი სეზონი მთავრდება და "ელ პისტოლერო" გეგმავს, რომ კლუბი დატოვოს. ეს ინფორმაცია "ნასიონალის" პრეზიდენტმა ხოსე ფუენტესმაც დაადასტურა.

ვრცელდებოდა, ჭორები რომ სუარესს "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ, ევროპაში დარჩენა სურდა, თუმცა, ეს არ გამოვიდა. ჯერ ჯერობით ცნობილი არ არის, აპირებს თუ არა ურუგვაელი ფეხბურთელი ახალ კლუბში გადასვლას. მიუხედავად ამისა, "ლივერპულის" გულშემატკივრების გარკვეულმა ნაწილმა მის საყვარელ კლუბს სუარესის ხელახლა შეძენა შესთავაზა. ურუგვაელმა 2011-დან 2014 წლამდე, "ენფილდზე" დაუვიწყარი სეზონები გაატარა, რომლის განმავლობაშიც 82 გოლი გაიტანა და 133 თამაში ჩაატარა.

suarez

სუარესი ახლა მომავალ მატჩებზე არის კონცენტრირებული, რომელიც ირანისა და კანადის წინააღმდეგ ელის. შეგახსენებთ, რომ ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებს და მაათთვის ტურნირი 24 ნოემბერს სამხრეთ კორეასთან მატჩით დაიწყება. შემდეგ შეხვედრას ისინი 28 ნოემბერს პორტუგალიასთან გამართავენ. ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრა სამხრეთ ამერიკელებს განას წინააღმდეგ 2 დეკემბერს ელით.

სხვა სტატიები