Belive

ლივერპული Vs. რეალი | კლასიკად ქცეული დაპირისპირება

6 დღის წინ ფეხბურთი
3 წთ

ყველა დიდი საფეხბურთო კლუბისთვის, არსებობს მინიმუმ ერთი კლუბი მაინც, რომელიც მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. დიდი ხნის განმავლობაში, "ბარსელონასთვის" ასეთს "ბაეირნი" წარმოადგენდა. "ლივერპულისთვის" - ცალსახად, "რეალია".

ბოლო 8 შეხვედრაში, "ლივერპულს" "რეალი" დამარცხებული არ ჰყავს. მათ შორის, ყველაზე დრამატული, ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი იყო, სადაც მთავარ გმირებად მეკარეები მოგვევლინენ: ლორის კარიუსი (2017/18) და ტიბო კურტუა (2021/22).

შურისძიებას "ლივერპული" კლოპთან ერთად ვერ შეძლებს. გერმანელმა გუნდი არნე სლოტს გადააბარა და გულშემატკივარსაც მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სლოტმა გაამართლა: მერსისაიდული პრემიერ ლიგის სათავეშია და როგორც სანახაობრივ, ასევე შედეგიან ფეხბურთს თამაშობს.

გაცილებით მეტი პრობლემაა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ გუნდში: უწყვეტი ტრავმიანობის შედეგად, მიმდინარე სეზონის ბირთვი ამნჩელოტიმ ჯერჯერობით ვერ ჩამოაყალიბა. "რეალი" ლა ლიგაში მე-2 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის განახლებულ ფორმატში კი "ლივერპულთან" გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.

4 მატჩში 4 გამარჯვებით, "ლივერპული" მე-3 ადგილზეა (ბურთები: 10-1) და მხოლოდ "ინტერსა" და "ბარსელონას" ჩამორჩება, რომლებსაც მასზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება "რეალს", ანჩელოტის გუნდს 4 მატჩში 2 გამარჯვება და 2 მარცხი მოუგროვდა (ბურთები: 9-7) , რის შედეგადაც, 21-ე ადგილს იკავებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, "რეალი" ყოველთვის საშიშია. მაშინაც კი, როდესაც "ენფილდზე" თამაშობს. განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როდესაც აგებს და თითქოს, კუთხეშია მომწყვდეული. სლოტს შეუძლია ნავსი გატეხოს და "რეალთან" "ლივერპულის" მტკივნეული სერია დაასრულოს, ანჩელოტის მოტივაცია კი უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაა, რაც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ კრიზისის დროს გუნდის მართვა მასზე უკეთესად არავის გამოსდის.

ვინ როგორ ფორმაშია

ლივერპული: 4-0-0 ჩემპიონთა ლიგაზე, 12 ქულა
ბოლო ხუთი შეხვედრა ყველა ტურნირზე: მ-მ-მ-მ-მ-მ

რეალი: 2-0-2 ჩემპიონთა ლიგაზე, 6 ქულა
ბოლო ხუთი შეხვედრა ყველა ტურნირზე: მ-მ-წ-წ-მ

ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩემპიონთა ლიგაზე

1980/81, ფინალი | ლივერპული 1:0 რეალი

2008/09, მერვედფინალი | რეალი 1:0 ლივერპული

2008/09, მერვედფინალი | ლივერპული 4:0 რეალი

2014/15, ჯგუფური ეტაპი | ლივერპული 0:3 რეალი

2014/15, ჯგუფური ეტაპი | რეალი 1:0 ლივერპული

2017/18, ფინალი | რეალი 3:1 ლივერპული

2020/21, მეოთხედფინალი | რეალი 3:1 ლივერპული

2020/21, მეოთხედფინალი | ლივერპული 0:0 რეალი

2022/23, მერვედფინალი | ლივერპული 2:5 რეალი

2022/23, მერვედფინალი | რეალი 1:0 ლივერპული

სხვა სტატიები