Belive

ლივერპული Vs. პორტო (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპს "ლივერპული" "პორტოს" დაპირისპირება ხსნის. "ენფილდზე" გასამართი მატჩი, 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. წყვილში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით "ლივერპული" სარგებლობს. გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მერსისაიდელებმა "პორტო" ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონშიც შეეცდებიან "პორტოს" ბარიერის გადალახვას. ევროტურნირებზე, ორ გუნდს შორის გამართული დაპირისპირების სტატისტიკაც "ლივერპულის" სასარგებლოდ მეტყველებს. შემადგენლობის მხრივ "ლივერპული" პრაქტიკულად უდანაკარგოდ ხვდება 1/4 ფინალურ დაპირისპირებას. მერსისაიდელთა ერთადერთი დანაკლისი ენდი რობერტსონია, რომელიც ყვითელი ბარათების გამო ტოვებს მატჩს. საპირისპიროდ, "პორტო" მოწინააღმდეგეს წამყვანი ფეხბურთელების გარეშე ესტუმრება. ვინსენტ აბუბაქარი, ბრუნო კოშტა, პეპე და ექტორ ერერა "ლივერპულის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ასევე საეჭვოა ალექს ტელესის მოედანზე ხილვა.

საინტერესო ფაქტები მატჩის წინ:

  • "ლივერპული" 14 მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება "პორტოსთან" დაპირისპირებას. 
  • ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე ჩატარებულ უკანასკნელ 3 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. 
  • ევროტურნირებზე ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ გასვლით მატჩებში "პორტოს" გამარჯვება არასდროს მოუპოვებია. 3 ფრე, 16 მარცხი. 
  • ევროტურნირებზე ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ გასვლით მატჩებში "პორტომ" მხოლოდ 10 გოლის გატანა შეძლო და 49 გაუშვა. 
  • ევროტურნირებზე ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან "ლივერპულმა" 3 მოიგო, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. 
  • ევროტურნირებზე გამართულ უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში "ლივერპულმა" "პორტოს" 13 გოლი გაუტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. 

სხვა სტატიები