ლივერპული Vs. პორტო (პრევიუ)
6 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
საინტერესო ფაქტები მატჩის წინ:
- "ლივერპული" 14 მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება "პორტოსთან" დაპირისპირებას.
- ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე ჩატარებულ უკანასკნელ 3 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.
- ევროტურნირებზე ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ გასვლით მატჩებში "პორტოს" გამარჯვება არასდროს მოუპოვებია. 3 ფრე, 16 მარცხი.
- ევროტურნირებზე ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ გასვლით მატჩებში "პორტომ" მხოლოდ 10 გოლის გატანა შეძლო და 49 გაუშვა.
- ევროტურნირებზე ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან "ლივერპულმა" 3 მოიგო, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
- ევროტურნირებზე გამართულ უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში "ლივერპულმა" "პორტოს" 13 გოლი გაუტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.