Belive

ლივერპული Vs. ჩელსი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: “საუთჰემპტონი” Vs. “ვულვზი” “კრისტალ პალასი” Vs. “მანჩესტერ სიტი” “ლივერპული” Vs. “ჩელსი”  პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ლივერპული" "ჩელსის" დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს გრანდებს განსხვავებული ამბიციები აქვთ, "ენფილდზე" გასამართი მატჩი უდიდესი ინტრიგის მატარებელია. საჩემპიონო რბოლაში ჩართულ "ლივერპულს" მარცხი შესაძლოა ტიტულის ფასად დაუჯდეს - "ჩელსი" კი მარცხის შემთხვევაში შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულს მიღმა დარჩეს. დაპირისპირებას გუნდები მცირედი დანაკლისით ხვდებიან. "ლივერპულის" შემადგენლობაში საეჭვოა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენისა და ადამ ლალანას თამაში. "ჩელსის" კი მარკოს ალონსო და მარკო ვან გინკელი ვერ დაეხმარებიან.

საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:

  • პრემიერლიგის ეგიდით ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 1 "ლივერპულის" გამარჯვებით, 3 ფრედ, ხოლო 1 მატჩი "ჩელსის" სასარგებლოდ დასრულდა. 
  • პრემიერლიგის ეგიდით, "ენფილდზე" გამართულ მატჩებში "ლივერპულმა" "ჩელსი" უკანასკნელად 2012 წლის 8 მაისს დაამარცხა. 
  • პრემიერლიგის ეგიდით, ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 4 შეხვედრაში "ჩელსის" ფეხბურთელებმა შეძლეს ანგარიშის გახნსა. 1 მატჩში კი "ლივერპულმა" გაიტანა პირველი გოლი. 
  • პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპული" საუკეთესო სნაიპერი მოჰამედ სალაჰია (18). "ჩელსის" ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა 16 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები