Belive

ლივერპული შესაძლოა სიკვდილის ჯგუფში აღმოჩნდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში გავიდა, იურგენ კლოპის გუნდი მე-3 კალათში აღმოჩნდა. 30 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის კენჭისყრა გაიმართება, არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ "ლივერპული" სიკვდილის ჯგუფში აღმოჩნდეს. მადრიდის "რეალი", "ნაპოლი", "დორტმუნდი" და "ინტერი" მერსისაიდული გრანდის პოტენციურ მოწინააღმდეგეთა რიცხვში შედიან. შესაძლოა "ლივერპულის" ზოგიერთი გულშემატკივარი ჯერ კიდევ გასული სეზონის ტრიუმფალურ სვლას და ფინალს იხსენებს, მაგრამ საკმაოდ დიდია იმის რისკი, რომ იურგენ კლოპის გუნდი სიკვდილის ჯგუფში აღმოჩნდეს, რომელშიც გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება საკმაოდ გაჭირდება. მე-3 კალათში მოხვედრის შემდეგ, "ლივერპულის" შანსები შედარებით იოლ ჯგუფში აღმოჩნდეს მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა გასული და მიმდინარე სეზონის სტარტზე გამოვლენილი სათამაშო ფორმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მერსისაიდული გრანდის გულშემატკივრებს სანერვიულო ნაკლებად აქვთ. შესაძლო ურთულესი ჯგუფი
  • მადრიდის "რეალი"
  • "დორტმუნდი"
  • "ლივერპული"
  • "ინტერი"
შესაძლო უმარტივესი ჯგუფი
  • "ლოკომოტივი"
  • "პორტო"
  • "ლივერპული"
  • "აეკი"

სხვა სტატიები