ლივერპული ეკიტიკეს 2 კვირის ხელფასს ჩამოართმევს, რაც 600 000 ევროს შეადგენს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის ფრანგი ფეხბურთელი, უგო ეკიტიკე საუთჰემპტონთან მიღებული წითელი ბარათის გამო მკაცრად ისჯება. მოგეხსენებათ, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ინგლისის ლიგის თასზე საუთჰემპტონთან გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც მაისური გაიხადა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, ამიტომ მოედნიდან გააძევეს.
ეკიტიკე გაძევების გამო პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში, კრისტალ პალასის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამას გარდა Daily Mail წერს, რომ ის ორი კვირის ხელფასს ვერ აიღებს, რაც დაახლოებით 600 000 ევროა.
🚨🚨| BREAKING: Hugo Ekitike set to be hit with a two week wage deduction after showing indiscipline in Southampton clash.
— Goals Side (@goalsside) September 25, 2025
[@DominicKing_DM] pic.twitter.com/xGtqs9stla