Belive

ლიონის მწვრთნელი კვარაცხელიას გოლზე: ,,ეს ნამდვილი სკანდალია''

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონის მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას ასისტენტმა, ჟორჟე მასიელმა, პსჟ-სთან მატჩის შემდეგ შეხვედრის მსაჯები მკაცრად გააკრიტიკა.

სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე გაამახვილა, რომელიც ვიტინიას პასს მოჰყვა. კვარას დარტყმამდე პორტუგალიელმა ბურთი ტანერ ტესმანს აართვა, ლიონის ფეხბურთელები კი ამ ეპიზოდში ჯარიმის დანიშვნას და გოლის გაუქმებას ითხოვდნენ.

,,სტადიონზე 59 000 ადამიანი იყო და თამაშის წესების დარღვევა მხოლოდ 4-მა მათგანმა (საუბარია მსაჯებზე) ვერ შეამჩნია. ჩვენ წინააღმდეგ გატანილი მე-2 გოლი (კვარაცხელიას გოლი) ნამდვილი სკანდალი იყო. გარდა ამისა, ტალიაფიკოზე ჯარიმის გამო, ლის წითელი ბარათი უნდა მიეღო და პენალტი დანიშნულიყო.

პსჟ ევროპაში საუკეთესოა და ვფიქრობ, მოედანზე 16 მოთამაშითა და VAR-ით არ უნდა გამოდიოდნენ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ხუთშაბათს ითამაშა. მსაჯები თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩვენ კი არაფრის განხილვის უფლება არ გვაქვს.'' - ჟორჟე მასიელი

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში პარი სენ ჟერმენმა ლიონი სტუმრად 3:2 დაამარცხა. მატჩში 1 გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

12 ტურის შემდეგ კვარას გუნდი 27 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან მარსელს 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები