Belive

ლიონის მწვრთნელი - კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ, 26 თებერვალს თბილისის დროით 23:55 საათზე, ლიონში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც "ლიონმა" - "იუვენტუსს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. "ლიონის" თავკაცმა - რუდი გარსიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაჯამა და კომენტარი გააკეთა: "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახლში გოლი არ გაგვიშვია. ეს განმეორებით მატჩში დაგვეხმარება, რათა 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდეთ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კიდევ არაერთი გოლის გატანა შეგვეძლო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც რამდენიმე 100%-იანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ვამაყომ ჩემი გუნდით, რათა მათ ჩაატარეს გამორჩეული პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში კი ბურთის დაჭერა გაგვიჭირდა, რათა მეტოქის მხრიდან დიდი წნეხი დაგვაწვა".

სხვა სტატიები