Belive

ლიონელ სკალონი : მესი შეშლილია და მას შეუძლია 2026 წლის მუნდიალზე თამაში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მხარს უჭერს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლეო მესის თამაშს, რადგან იგი აღფრთოვანებულია მესის სათამაშო ფორმითა და სამუშაოსადმი პროფესიონალური მიდგომით.

სკალონის სჯერა, რომ მომავალ მუნდიალზე მესი ისევ განსაკუთრებული მოთამაშე იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ვარჯიშებზე მას ისევ შეუძლია თანაგუნდელების გაოცება:

მესიმ 2022 წლის მუნდიალზე მთელი გულით ითამაშა და შეუჩერებელი იყო, მას ახლოდან ვუყურებ და არ დამიჯერებთ თუ გეტყვით, რასაც აკეთებს ის ვარჯიშებზე. ის ნამდვილი შეშლილია, ლეოს ვუთხარი, რომ სანამ მოედანზე ბედნიერია, თამაში არ უნდა შეწყვიტოს, მესიმ დაგვანახა ფეხბურთში საზღვრების არ არსებობა. მთელი კარიერის განმავლობაში ის თავდამსხმელად თამაშობდა, ფლანგის მოთამაშედ დაიწყო და ახლა არგენტინისთვის ნახევარმცველად იქცა. ვაღიარებ, რომ გუნდი ისევ მის გარშემოა აწყობილი და შეუძლია მსოფლიოზე თამაში, მაგრამ გადაწყვეტილება ლეოს მისაღებია - აცხადებს ლიონელ სკალონი Bobo TV-სთან ინტერვიუში

ლეო მესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. არგენტინის ნაკრები, მესისთან ერთად, ამ მომენტისთვისაც ბრწყინვალედ გამოიყურება, სამხრეთ ამერიკელები მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის პირველ ადგილზე იმყოფებიან, ბოლო შეხვედრაში კი პრინციპულ მეტოქეს, ბრაზილიას მარაკანაზე (1:0) მოუგეს.

სხვა სტატიები