Belive

ლიონელ მესი კვლავ ტრავმირებულია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლა ლიგის" მე-6 ტურში "ბარსლონამ" 'ვილიარეალს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ერნესტო ვალვერდეს მომზადებულმა გუნდმა 3 ქულა მოიპოვა, თუმცა გუნდის კაპიტანი და ლიდერი, ლიონელ მესი კვლავ ტრავმირებულია. არგენტინელმა ფეხბურთელმა სეზონში პირველად დაიწყო შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას კი ბარძაყის ტრავმა მიიღო და მეორე ნახევრის დებიუტშივე მოედანზე მის ნაცვლად დემბელე გამოვიდა. ლიონელ მესისთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინვე გავრცელდა. თავდაპირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ ვალვერდემ მესის მეორე ნახევარში გამოყვანა აღარ გარისკა და ამიტომ შეცვალა, თუმცა შემდგომ დადასტურა, რომ კატალონიელთა კაპიტანი "ხეტაფესთან" შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. "ხეტაფესა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 28 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები