ლინეკერი ხვიჩაზე: ,,მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა''
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, ,,ნაპოლისა'' და ,,ლივერპულის'' მატჩის დროს, ტვიტერის პირად გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაპოსტა:
,,ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია საოცარი ახალგაზრდა ფეხბურთელია. უიქენდზე მისი თამაში ,,ლაციოს'' წინააღმდეგ ვნახე და საუცხოო იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა,'' - წერს ლინეკერი სოციალურ ქსელში.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და მონაწილეობა სხვა გოლებშიც მიიღო.
მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
Napoli’s Khvicha Kvaratskhelia is an exciting young player. Saw him against Lazio at the weekend and he was superb. He’s as difficult to play against as it is to spell his name correctly.
— Gary Lineker 💙💛 (@GaryLineker) September 7, 2022