Belive

ლევერკუზენმა გერმანული ფეხბურთის რეკორდი დაამყარა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში ,,ლევერკუზენმა'' ,,ბოხუმს'' უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

ხაბი ალონსოს გუნდმა 2023-2024 წლების სეზონი 25-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო, რაც გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

,,ფარმაცევტებს'' 12 აგვისტოს შემდეგ (გერმანიის თასზე ტეუტონია ოტენსენს 8:0 მოუგეს), ყველა ტურნირზე 22 მოგება და 3 ფრე დაუგროვდათ.

,,ლევერკუზენი'', რომელიც ბუნდესლიგას 42 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ,,ბაიერნს'' 4 ქულით უსწრებს (რეკორდმაისტერის ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია), მომავალ შეხვედრას 13 იანვარს, ,,აუგსბურგთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები