ლევანტემ კონკურენტს მოუგო და ლა ლიგა 2-ს ლიდერობს
ლა ლიგა 2-ის 34-ე ტური მნიშვნელოვანი დაპირისპირებით იყო გამორჩეული. "ლევანტემ" საკუთარ მოედანზე სანტანდერის "რასინგი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. საქმე ისაა, რომ ორივე გუნდი ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და თამაშის დაწყებამდე, თანაბარი ქულებით, მე-2/მე-3 ადგილებზე იმყოფებოდნენ.
გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ჩაატარა. ქართველ ნახევარმცველს პასების 88%-იანი სიზუსტე ჰქონდა (38/43). ორჯერ დაბლოკა კარისკენ მიმავალი ბურთი და 2-დან 2 საჰაერო დუელი მოიგო. მისი შეფასება 6.5-დან 6.7-დეა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლევანტეს 37 წლის თავდამსხმელი ხოსე მორალესი გახდა, რომელმაც რასინგს დუბლი შეუსრულა.
ლევანტე პირველ ადგილს მინიმუმ ხვალამდე შეინარჩუნებს, ვალენსიელებს 2 ქულით ჩამორჩება "ელჩე", რომელიც საკუთარ შეხვედრას 7 აპრილს, "ფეროლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.