დინამო არენაზე გამართულ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის პრინციპულ შეხვედრაში, სადაც "დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედოს" 2:1 მოუგო და ლიდერობა გაიმყარა, მასპინძელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო.
სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების ფორვარდი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა 10 წუთში მოედანი იძულებით დატოვა.
LIVE.GE-ს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ გუნდს უახლოესი პერიოდის განმავლობაში გამოაკლდება.
შეგახსენებთ, მჭედლიძე "დინამო თბილისში" სექტემბერში, იტალიის ჩემპიონატში ("ემპოლი", "პალერმო") 11-წლიანი ასპარეზობის შემდეგ გადაბარგდა და 5 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.