Belive

ლევან კობიაშვილი: "ახალ მაისურზე ჩვენი პატრიოტიზმი და სულისკვეთება ჩანს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებში განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ, პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტის ეთერში, სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.
"იყო მოთხოვნა, შეგვექმნა რაღაც ახალი, ახალი სეზონი სიახლით დაგვეწყო. ამისთვის ახლა მზად ვართ. გვჭირდებოდა ახალი იდეოლოგია, ფილოსოფია, დაგვენახა, საიდან მოვდივართ, როგორი წარსული გვაქვს, და რა გვინდა. მეც ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს განხორციელდა. ეს არ არის უბრალო ლოგო. მას არ უნდა შევხედოთ იმ კუთხით, მომწონს ან არ მომწონს – მასში არის გმირი, როგორიც უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. ახალ მაისურზე არის ელემენტები, სადაც ჩანს ჩვენი სულისკვეთება, პატრიოტიზმი და ა.შ. ეს ყველაფერი გაგვაერთიანებს ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, ყველას, ვინც ჩართულია ფეხბურთში. მე ვარ საქართველო – ეს სლოგანი, შეიძლება, ვინმესთვის ამბიციურად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში არის იდეა: მე უნდა ვიყო ძლიერი, რომ გუნდი იყოს წარმატებული. თითოეული მოთამაშე თუ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდება, ეს ხელს შეუწყობს ნაკრებს და ბევრი გამარჯვება გვექნება", - თქვა ლევან კობიაშვილმა.​
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2022 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის C დივიზიონის პირველი ტურის ეგიდით, "დინამო არენაზე" გამართავს, რომელშიც გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები