Belive

L'Equipe - ლიონი საბა საზონოვით ინტერესდება

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ,,დინამოს'' მცველით, საბა საზონოვით ,,ლიონი'' ინტერესდება. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ფრანგული კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

როგორც L'Equipe წერს, საზონოვი, რომელსაც ,,დინამოსთან'' კონტრქტი მომავალ წელს ეწურება, ,,ლიონში'' გადასვლას დათანხმდა. ფრანგებს მის სანაცვლოდ 3-4 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

არსებობს იმის შანსი, რომ ,,ლიონმა'' საბა გამოისყიდოს, შემდეგ კი ბელგიურ ,,მოლენბეკში'' გაანათხოვროს.

გასულ სეზონში საზონოვმა მოსკოვის ,,დინამოს'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები